Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ბიზნეს კონტაქტი საავტორო უფლებების შესახებ

2016 წლის პირველ თებერვალს, ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა „ბიზნეს კონტაქტი“ საავტორო უფლებებს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.

 საუბარი შეეხო საავტორო უფლებების დარეგულირების კუთხით ასოციაციის ახალ ინიციატიავას, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს, აქტიურად დაიწყება კიდევ ერთი მიმართულებით საავტორო უფლების გამოყენების ლიცენზიების გაცემა. საკითხი ეხება ფიზიკურ პირთა მიერ საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირებას, რომლისთვისაც ნებართვის აღება და საავტორო ჰონორარის გადახდა კანონის მოთხოვნას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება ეკისრებათ ისეთი მოწყობილობების და მატერიალური მატარებლების მწარმოებლებს და იმპორტიორებს, რომლებზეც ფიზიკურ პირს შეუძლია მოხდინოს საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების კოპირება.  

 აღნიშნული მიმართულებით ლიცენზირების პროცესის დაწყება უზრუნველყოფს როგორც კანონის აღსრულებას და ავტორთა უფლებების დაცვას, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცულობის მაჩვენებლის ზრდას.

 
 
 
 
 
წევრისთვის