Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

შეხვედრა სტუდენტებთან - საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში!

2016 წლის 27 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლები, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის ფარგლებში გამართავენ საჯარო შეხვედრას თემაზე - საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში!

 შეხვედრა გაიმართება სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში (მის.: თბილისი, გიორგი სააკაძის დაღმართი 10)

 შეხვედრის მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საზოგადოებრი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში პროფესიული საზოგადოების ჩართულობის გაზრდა.  

 შეხვედრაზე განხილური იქნება შემდეგი საკითხები:

  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საერთშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა;
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვა (ისტორია,

განვითარება);

  • საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა;
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.

 შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.

 დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/forms/d/1PPOHc3Gbb55Xs6p7fbvUkkmKd38c8pxHDsjGXJsXQ5Y/viewform

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2237887 contact@gca.ge

 გისურვებთ წარმატებას!

 
 
 
 
 
წევრისთვის