Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2011 წლის 19 ივლისს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ და იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს იურისტ-სტუდენტთა რესურსის გამოყენებით საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სწრაფი და ეფექტური მექანიზმების შემუშავებას, არსებული საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, მათ აღმოფხვრასა და ამ მიზნის მისაღწევად, ერთობლივი პროექტების მომზადება–განხორციელებას. ასევე საავტორო უფლებათა დაცვის საკითხებში იურისტ-სტუდენტთა ჩართულობის ზრდას და პროფესიული საზოგადოებისათვის სხვადასხვა ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ერთობლივად ორგანიზებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის