წიგნის და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
2016 წლის 24 აპრილს, წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის და დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ერთობლივად. კონფერენცია მიზნად ისახავდა საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამღლებას და ამ სფეროში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდას. კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი თემები:
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კახეთის რეგიონის ახალგაზრდებმა, მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. |