ასოციაცასა და ეროვნულ კინოცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2011 წლის 22 ივნისს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) და ეროვნულ კინოცენტრს შორის ურითიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ - გიგა კობალაძემ და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა - თამარ ტატიშვილმა. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში კინოპროდუქციასთან დაკავშირებული საავტორო უფლებების სწრაფ და ეფექტურ დაცვას, არსებული საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, მათ აღმოფხვრასა და ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევით საერთო პროექტების მომზადება–განხორციელებას. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული კინოსექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. |