14 მაისს ასოციაციის მორიგი საერთო კრება გაიმართა
2016 წლის 14 მაისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება გაიმართა. კრებაზე მოსმენილი იქნა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მოხსენება 2015 წელს განხორციელებული საქმიანობის და მომავალი სტრატეგიული გეგმების შესახებ. კრების მიერ ერთხმად დამტკიცდა ასოციაციის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში. |