Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა

2016 წლის 12 აგვისტოს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ.

 მემორანდუმი მიზნად ისახავს საავტორო უფლებების დაცვის მიზნით მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას, რაც გამოიხატება ასოციაციის მხრიდან ცენტრის და მისი თანამშორმლების საავტორო უფლებების სათანადოდ დაცვასა და განხორციელებაში, ასევე ცენტრის მიერ საავტორო უფლებების განხორციელების ერთიანი სტრატეგიისა და მექანიზმების შემუშავების მიზნით ასოციაციის დახმარებაში.    

 მემორანდუმის ფარგლებში მოხდება სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების წარმართვა, კონფერენციების, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, გამოფენების და სხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა, ასევე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 

 
 
 
 
 
წევრისთვის