Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

სატელევიზიო ეთერებში მუსიკის მონიტორინგი სპეციალური კომპიუტერული პროგრამით განხორციელდება.

2016 წლის 10 ნოემბერს ასოციაციამ სატელევიზიო ეთერებში მუსიკის მონიტორინგის სპეციალური კომპიუტერული პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

 ესპანური კომპანიის, BMAT-ის პროგრამა VERICAST-ი უზრუნველყოფს როგორც სატელევიზიო ეთერებში გასული მუსიკის საერთო ხანგრძლივობის დადგენას, ასევე მუსიკალური ნაწარმოებების იდენტიფიცირებას. VERICAST-ი მსოფლიოს 50 ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება და მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა.  

 პროგრამის საშუალებით მნიშვნელოვნად გაადვილდება ტელეარხების მიერ გადახდილი საავტორო ჰონორარის განაწილების პროცესი, რაც ხელს შეუწყობს საავტორო უფლებების დაცვის პროცესის გაუმჯობესებას და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. პირველ ეტაპზე 11 ქართული ტელეარხის მონიტორინგი განხორციელდება, რასაც შემდგომში სხვა ტელეარხებიც დაემატება.

 

 
 
 
 
 
წევრისთვის