Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

პროექტის - “კახაბერი და ხანუმები” - საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

2011 წლის 16 ივლისს, კლუბ “ეტაჟში” კახა ცისკარიძე, საზოგადოების წინაშე, ახალი მუსიკალური პროექტით კიდევ ერთხელ წარდგა. ფოლკორისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზი -“კახაბერი და ხანუმები” - კახა ცისკარიძის ბოლო ალბომია.

მუსიკოსმა, პროექტის - “კახაბერი და ხანუმები” - საავტორო უფლებების დაცვა ასოციაციას მიანდო. “ეტაჟში” კონცერტის დაწყებამდე კახა ცისკარიძემ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებას საჯაროდ მოაწერეს ხელი. კახა ცისკარიძის, როგორც ეს პროექტი, ასევე მთელი მისი შემოქმედება ასოციაციის მიერ იქნება დაცული.

გათანამედროვებული ეთნოსი, ხალხური მელოდიები და ფოლკლორის იმპროვიზირებული, ახალი რიტმები - კახაბერმა ამ პროექტით უკვე არაერთი კონცერტი გამართა და ტურნეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც გააგრძელებს.

 
 
 
 
 
წევრისთვის