Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია უერთდება კამპანიას - არა ინტელექტის ოკუპაციას!

გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განცხადება საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების და ზოგადად ხელოვნების სფეროში არსებული რუსული საფრთხის შესახებ. 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვას უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. ასოციაციის საქმიანობის პროგრესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბოლო წლებში. ასოციაციის მეშვეობით კუთვნილ ჰონორარს რეგულარულად იღებს ასობით ხელოვანი და ეს ორგანიზაცია აღიარებულია წარმატებულ მოდელად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

დღესდღეობით ამ ყველაფერს საფრთხე ემუქრება რუსეთის მხრიდან. ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის გამო, რუსეთმა გადაწყვიტა ასოციაციის დასუსტება და ქართულ ხელოვნებაზე გავლენის მოპოვება. ამ მიზნით მან დასაყრდენად მოძებნა რუსეთის მიმართ სენტიმენტალურად განწყობილი და იქ მოღვაწე მომღერლები, რომლეთა მეშვეობითაც ცდილობს ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას. უნდა ითქვას, რომ ასეთი ორგანიზაციის შექმნა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ მართული ორგანიზაცია, დისკრედიტაცის, მოსყიდვის და ტყუილის გზით ცდლობს ასოციაციის დასუსტებას და სისტემის მოშლას, რაც პირდაპირ აისახება ქართველ ავტორთა და შემსრულებელთა ჰონორარზე და გამოიწვევს მის მკვეთრად შემცირებას. რაც მთავარია ეს ყველაფერი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს და უარყოფითად აისახება მთლიანად ქვეყნის იმიჯზე, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობებში.  

რუსული აგრესიის შეჩერების მიზნით,ასოციაციამ, წამოიწყო საინფორმაციო კამპანია - არა ინტელექტის ოკუპაციას! გვსურს სრული მხარდაჭერა აღვუთქვათ ასოციაციას, შევუერთდეთ კამპანიას და მოვუწოდოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს გაერთიანდეს კამპანიაში. არ დავუშვათ ქართველი სახელოვნებო სივრცის რუსეთის ხელში აღმოჩენა!

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის Facebook-ის და Youtube-ს ოფიციალურ გვერდებზე: 

https://www.facebook.com/GeorgianCopyrightAssociation/videos/801677550199388/

https://www.youtube.com/user/GeorgianCopyright/featured?view_as=subscriber

 
 
 
 
 
წევრისთვის