Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

სპეციალური განცხადება!

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფი ცდილობს საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას. გამომდინარე იქიდან, რომ მათი ეს მცდელობა ეწინააღმდეგება კანონს, ისინი, ბინძური ხერხებით ცდილობენ მოახდინონ ასოციაციის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის დეზორგანიზება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა არაერთი ტყუილი, თუმცა ამჯერად, მათი მოქმედება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. საქმე ეხება, გაზეთ „ასავალ დასავალის“ 1-7 აპრილის ნომერში, ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიმართ გამოქვეყნებულ, რბილად რომ ვთქვათ აბსურდულ ბრალდებას. სტატიაში, გიგა კობალაძე, ვისი პრინციპული პოზიციის გამოც ამ სფეროში რუსული აგრესია გამოაშკარავდა, წარმოჩენილია როგორც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ხერხებით ბრძოლა სცილდება ყველა დასაშვებ ნორმას და მნიშვნელოვნად აზიანებს ქართველ ავტორ-შემსრულებელთა ინტერესებს, ამასთანავე ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს საავტორო უფლებების სფეროში რუსეთის ინტერესების გატარების მცდელობას. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ საეჭვო ორგანიზაციის და მის უკან მდგომი პირების საქმიანობით.

 
 
 
 
 
წევრისთვის