Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

მოგონებების წიგნი გია ყანჩელზე

2020 წლის 04 მარტს გადაცემა „შენი დილა“ ასოციაციის ახალ პროექტს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო კიკნაძე და ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე.

 

სტუმრებმა ისაუბრეს გია ყანჩელის შესახებ მოგონებების წიგნზე, რომელიც ასოციაციის მიერ უახლოს მომავალში გამოიცემა. წიგნში სხვადასხვა სფეროს და ასაკის წარმომამდგენლები გაიხსენებენ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ისტორიებს ყანჩელის ცხოვრებიდან.  

 

წიგნის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ყანჩელი ყოფითი კუთხით, ისეთი როგორიც ის იყო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში. წიგნში გამოყენებული იქნება იშვიათი ფოტოები საოჯახო ალბომიდან.

 
 
 
 
 
წევრისთვის