საქმიან დილაში მნიშვნელოვანი სიახლით!
მსოფლიოს უდიდესი მუსიკალური გამომცემლობა (საავტორო უფლებების მფლობელი) Sony Music Publishing-ი, პოლონეთის ოფისის მეშვეობით, პირდაპირ გახდა ჩვენი ასოციაციის წევრი. იგი აღარ დაფარავს საქართველოს რუსეთიდან, რაც კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა საქართველოდან რუსული ინტერესების განდევნის გზაზე! შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაფარვიდან საქართველო ასევე ამოიღეს და ჩვენი ასოციაციის წევრები გახდნენ მსოფლიოს უდიდესი ფონოგრამების დამამზადებელი (მომიჯნავე უფლებების მფლობელი) Universal Music Group-ი და მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური გამომცემლობა (საავტორო უფლებების მფლობელი) Universal Music Publishing Group-ი. ამიერიდან, როგორც Universal-ის, ასევე Sony-ს კატალოგები პირდაპირი წესით იმართება ჩვენი ასოციაციის მიერ და რუსეთი აღარ ფარავს საქართველოს, როგორც ეს, სამწუხაროდ, აქამდე იყო. |