სანოსტუდიაში ჩაწერილი პროდუქცია საავტორო ლიცენზიით იქნება დაცული
2011 წლის 10 აგვისტოს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და სანოსტუდიას შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელს მოაწერეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ და სანოსტუდიის დამფუძნებელმა, მერაბ სანოძემ. ასევე, მერაბ სანოძე, როგორც შემსრულებელი და სანოსტუდია, როგორც მომიჯნავე უფლების მლობელი, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციში გაწევრიანდა ლიცენზიის გაფორმება გულისხმობს, რომ სანოსტუდია, CD/DVD პროდუქციის გამოშვებისათვის დადგენილ საავტორო ჰონორარს გადაიხდის და სტუდიის მიერ გამოშვებული პროდუქცია საავტორო უფლებებით იქნება დაცული, ავტორები კი კუთვნილ ჰონორარებს მიიღებენ. გარდა ამისა, საავტორო უფლებებით დაცული, ლიცენზირებული პროდუქცია თანდათან ჩაანაცვლებს მდარე ხარისხის, უკანონოდ გამოშვებულ არალიცენზირებულ CD/DVD პროდუქციას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქართული ბაზარიდან მეკობრული პროდუქციის განდევნას. |