Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ბრავო რექორდსმა საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა

2011 წლის 24 აგვისტოს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ბრავო რექორდსს შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა. ლიცენზიის საფუძველზე, ბრავო რექორდსის მიერ გამოშვებული პროდუქცია საავტორო ლიცენზიით იქნება დაცული, ყოველი CD/DVD-ის გამოცემისას საავტორო ჰონორარი იქნება გადახდილი, რასაც ასოციაციის მეშვეობით ავტორები მიიღებენ. 

გარდა ამისა, ლიცენზიის გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში მდარე ხარისხის, უკანონოდ გამოშვებული არალიცენზირებული CD/DVD პროდუქციის ლიცენზირებული პროდუქციით ჩანაცვლებას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ქართული ბაზარიდან მეკობრული პროდუქციის განდევნას და ლიცენზირებული პროდუქციის რეალიზაციას.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ და ბრავო რექორდსის პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ.

 
 
 
 
 
წევრისთვის