Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საქართველოს ესტონეთის ავტორთა საზოგადოების ხელმძღვანელი ესტუმრა

2011 წლის 12 სექტემბერს საქართველოს ესტონეთის ავტორთა საზოგადოების ხელმძღვანელი კალევ რატუსი ესტუმრა. იგი თბილისში საავტორო უფლებათა ასოციაციის მოწვევითა და ევროკავშირის პროექტ TIEX-ის მხარდაჭერით ჩამოვიდა.

12-14 სექტემბერს კალევ რატუსმა გამართა სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ქართველ კოლეგებს გაუზიარა ესტონეთის გამოცდილება საავტორო უფლებათა დაცვის, დამრღვევათა აღმოფხვრის, ჰონორარების შეფროვება-განაწილების, ლიცენზიების გაცემისა და საავტორო უფლებების სფეროში სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრებს ესწრებოდნენ “საქპატენტისა” და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტები.

 
 
 
 
 
წევრისთვის